საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში თვეში 20 ლარად — თიბისის ახალი შეთავაზება
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად მოსარგებლე ადამიანებს მგზავრობის ხარჯების შემცირების შესაძლებლობა აქვთ. თიბისის სპეციალური შეთავაზებით, მომხმარებლებს შეუძლიათ თვეში 20 ლარად ისარგებლონ ულიმიტო მგზავრობით ერთი წლის განმავლობაში.
შეთავაზება მოიცავს დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე სახეობას და მისი გააქტიურება პირდაპირ მობაილბანკიდან არის შესაძლებელი.
რომელ ტრანსპორტზე ვრცელდება შეთავაზება?
თიბისის ახალი სამგზავრო შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია თბილისის მეტროში, ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და ბაგები–უნივერსიტეტის საბაგიროზე.
მომხმარებელს, რომელიც შეთავაზებას გაააქტიურებს, შეუძლია ერთი წლის განმავლობაში იმგზავროს შეუზღუდავი რაოდენობით, ყოველთვიურად 20 ლარის გადახდის სანაცვლოდ.
ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღე გადაადგილდება — სამსახურში, უნივერსიტეტში ან სხვა ყოველდღიური საჭიროებისთვის.
როგორ გავააქტიუროთ ულიმიტო მგზავრობა?
შეთავაზების გასააქტიურებლად თიბისის მომხმარებელმა რამდენიმე მარტივი მოქმედება უნდა შეასრულოს:
- გახსნას თიბისის მობაილბანკი და გადახდების განყოფილებაში მოძებნოს ტრანსპორტის შეთავაზება.
- გაეცნოს პირობებს და აირჩიოს შესაბამისი შეთავაზება.
- მიუთითოს თიბისის ფიზიკური სადებეტო ბარათი.
- დაადასტუროს ოპერაცია აპლიკაციაში.
გააქტიურების შემდეგ სამგზავრო შეთავაზების შესახებ ინფორმაცია მობაილბანკის გადახდების განყოფილებაში გამოჩნდება.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პირობებით სარგებლობა შესაძლებელია თიბისის ფიზიკური სადებეტო ბარათით, გარდა მოსწავლის ბარათისა. ასევე, თბილისის შეთავაზება არ მოქმედებს Apple Pay-ით ან Google Pay-ით გადახდისას — მგზავრობისთვის აუცილებელია ფიზიკური ბარათის გამოყენება.
50%-იანი ქეშბექი საქართველოს სხვა ქალაქებში
თიბისის სამგზავრო შეთავაზებები მხოლოდ დედაქალაქით არ შემოიფარგლება. ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ბორჯომსა და ზუგდიდში მომხმარებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას გადახდილი თანხის 50%-ის დაბრუნება შეუძლიათ.
ქეშბექი ირიცხება ერთგულის ყულაბაში, საიდანაც თანხის სხვა ანგარიშზე გადარიცხვა და გამოყენებაა შესაძლებელი.
რეგიონული შეთავაზება ვრცელდება თიბისის ბარათებზე, გარდა ბიზნესისა და მოსწავლის ბარათებისა. თბილისისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში შესაძლებელია Apple Pay-ისა და Google Pay-ის გამოყენებაც.
სად შეიძლება შეთავაზების პირობების ნახვა?
საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური პირობები თიბისის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველდღიური გადაადგილების ხარჯები უფრო მარტივად დაგეგმონ.
შეთავაზების გააქტიურებამდე რეკომენდებულია მოქმედი პირობების გაცნობა და მობაილბანკის აპლიკაციის განახლება.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ თიბისის ოფიციალურ ვებგვერდს.



