სიახლეები

Tbilisi Gastro Week 2025 გაიხსნა

Tbilisi Gastro Week 2025 მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულ შეფებსა და საქართველოს კულინარიულ ექსპერტებს ერთ კულინარიულ კვირეულზე მოუყრის თავს.

კვირეული 18-დან 22 ივნისამდე გაგრძელდება და მოიცავს ექსკლუზიური ვახშმების და ვორქშოფების სერიას, თითოეული მათგანი წარიმართება საერთაშორისო და ქართველი შეფების ტანდემით. სტუმრებს ელით უნიკალური, ერთობლივი მენიუები, რომლებიც მომზადებულია მდგრადი სამზარეულოს პრინციპებზე დაყრდნობით.

კვირეულის თემაა „მდგრადი გასტრონომია“.

Tbilisi Gastro Week 2025-ის მიზანია მდგრადი კულინარიული პრაქტიკის პოპულარიზაცია საქართველოში და ამავე დროს ტრადიციული ქართული სამზარეულოს ეკოლოგიური, სოციალური და ეთიკური ღირებულებების გაძლიერება.

You may also like

სიახლეები

წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

  • მარტი 10, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
სიახლეები

ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

  • მარტი 10, 2025
2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს. განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე