IMD-მა თიბისის წარმატებაზე case study გამოაქვეყნა

შვეიცარიის წამყვანმა ბიზნესსკოლამ IMD-მა (International Institute for Management Development), ქართულ ფინანსურ ინსტიტუტს – TBC-ს სპეციალური Case Study მიუძღვნა. კვლევა ბანკის ინოვაციური ბიზნეს-მოდელისა და წარმატებული ტრანსფორმაციის შესახებ მომზადდა და ის საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი.
IMD-ის მიერ თიბისის წარმატებაზე გამოქვეყნებულ case study-ში აღწერილია კომპანიის წარმატება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო მასშტაბით, უზბეკეთში, სადაც წამყვანი ციფრული საბანკო ეკოსისტემა შექმნა.
IMD მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბიზნესსკოლად ითვლება, რომელიც გლობალური კორპორაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმატებულ მოდელებს სწავლობს და აანალიზებს.