სიახლეები

ექსპოჯორჯიაში ტრანსპორტის და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება

News 5

19-20 ივნისს, ექსპოჯორჯიაში ტრანსპორტის და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება.

გამოფენა მოიცავს ლოგისტიკის სრულ ეკოსისტემას, სტუმრებს ადგილზე დახვდებათ 50-ზე მეტი სექტორის წამყვანი კომპანია, რომელიც წარადგენს თავის მომსახურებებს, პროდუქტებს და ტექნოლოგიურ სიახლეებს.

  • მულტიმოდალური გადაზიდვები – სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვის სერვისები
  • სწრაფი გზავნილება და კურიერული მომსახურება
  • დაზღვევა და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები
  • ტრაილერები და მათთვის განკუთვნილი პროდუქტები
  • საწყობები და სასაწყობე ინფრასტრუქტურა
  • მშრალი პორტი
  • სისტემური და ციფრული მხარდაჭერა, ავტომატიზაცია და პროგრამული უზრუნველყოფა
  • ტვირთების დაზღვევა

პარალელურად, თემატურ ფორუმზე განხილული იქნება თემები:

  • ლოგისტიკის სექტორის კვლევის შედეგების მიმოხილვა საქართველო გლობალურ სატრანსპორტო რუკაზე – პოტენციალი, პარტნიორები და რეალობა;
  • ინვესტიციების და დაფინანსების შესაძლებლობები, სახელმწიფოს და საბანკო სექტორის მხრიდან;
  • შუა კორიდორის სტრატეგიული პერსპექტივა – საზღვაო გადაზიდვები და პორტების განვითარება;
  • სასაწყობე ინფრასტრუქტურა – ბარიერები და განვითარების შესაძლებლობები;
  • საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვები საქართველოში – არსებული ვითარება, პრობლემები და განვითარების გეგმები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის გაციფრულება.

 

ფორუმზე დასწრების მსურველთათვის, რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://shorturl.at/RtZ85

სტატია სასარგებლო იყო?