სიახლეები

Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

New Project 55

Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

ფულბრაიტის 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად

პროგრამაზე აპლიკაციების მიღება უკვე დაწყებულია და შევსების ბოლო ვადა 2025 წლის 1-ლ აგვისტომდეა.

  • პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ფლობს ბაკალავრის ხარისხს ან არის მეოთხე კურსის სტუდენტი.
  • სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებისა და განაცხადის შევსების წესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:  https://shorturl.at/aXgc2
  • აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ გასაუბრებაში;
  • შერჩეული აპლიკანტები კი ჩააბარებენ სამი ტიპის ტესტს: TOEFL, GRE, GMAT.

სტატია სასარგებლო იყო?