🇺🇸USD/GEL2.5973-0.01%
🇪🇺EUR/GEL2.9137-0.09%
BTC81,561-0.29%
ETH2,397.13-0.27%
TTSLA374.58-3.08%
AAPL348.22+1.23%
სიახლეები

“AI-ის გამოყენება ბიზნესში” – 11 ივნისს ვორქშოფი გაიმართება

Infinity News1X 1

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. 11 ივნისს 16:00 საათზე ვორქშოფი თემაზე – “AI-ის გამოყენება ბიზნესში” გაიმართება.

ვორქშოპი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ გააცნობიერონ, თუ როგორ შეიძლება AI-ის გამოყენებით გაყიდვების ზრდა და პროდუქტიულობის თუ სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესება.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები:

  • გაეცნობიან გენერაციული მოდელების განვითარების ეტაპებს და წამყვანი AI მოდელების შედარებით მიმოხილვას;
  • გაეცნობიან კონკრეტულ მაგალითებს, თუ როგორ იყენებენ მცირე კომპანიები AI-ს ყოველდღიური ამოცანების გასამარტივებლად;
  • გაიგებენ მეტს პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და ტექნიკებზე, რომლებიც ბიზნესს ეფექტიანობის მიღწევაში დაეხმარება;
  • მიიღებენ რჩევებს მონაცემთა დაცვასა და AI სისტემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

შეხვედრა გაიმართება მისამართზე: ალექსანდრე ყაზბეგის 15, 4B, 11 ივნისს, 16:00-18:00 საათამდე.

რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://shorturl.at/Rae7W

სტატია სასარგებლო იყო?

გაზიარება

რეკლამა და სტატიის განთავსება

გსურთ რეკლამა ან სტატიის განთავსება IBN-ზე? დაგვიკავშირდით ტელეფონით ან მეილით.

შენახული პოსტები

ინახება ამ ბრაუზერში