სიახლეები

19-20 ივლისს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

19-20 ივლისს, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივითა და თიბისის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტი ეროვნულ AI ჰაკათონს უმასპინძლებს.

ჰაკათონი გუნდურად ჩატარდება და მონაწილეები საქართველოს კონტექსტში და რეალურ ბიზნეს გამოწვევებზე მორიგებული ხარისხიანი AI პროდუქტების შექმნაზე იმუშავებენ.

გამარჯვებულ გუნდებს ჰაკათონის ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაშიც თიბისის ვებ და მობაილ დეველოპმენტის არეა ლიდი – შოთა იორამაშვილიც იქნება.

გამარჯვებულები პროდუქტის განვითარებისთვის ფულად პრიზებს მიიღებენ. ასევე, გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, GAIA-ს დახმარებით, ბიზნესებს სამომავლო თანამშრომლობისთვის შექმნილი პროდუქტები გააცნონ.

ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა კომპიუტერული მეცნიერებების/ინფორმატიკის, მონაცემთა მეცნიერების, პროგრამული ინჟინერიის სფეროში ცოდნა და გამოცდილება.

რეგისტრაცია შესაძლებელია 10 ივლისამდე ბმულზე: https://www.aiassociation.ge/ai-hackathon

You may also like

სიახლეები

წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

  • მარტი 10, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
სიახლეები

ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

  • მარტი 10, 2025
2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს. განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე