16 ივნისს თბილისში „HR ბიზნეს სამიტი“ გაიმართება
HR hub-ის ორგანიზებით, 16 ივნისს, 16:00სთ-ზე, ფუნიკულიორის კომპლექსში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2025 ჩატარდება. ბიზნეს სამიტის მთავარი თემა HR ქეისებია.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია:
- სპიკერების გამოსვლები მთავარ სცენაზე;
- პანელ დისკუსია;
- ვორქშოპები;
- HR Expo;
- სახალისო და შემეცნებითი აქტივობები;
- მუსიკალური ნომრები;
- გათამაშებები.
ღონისძიება განკუთვნილია კერძო და საჯარო სექტორის:
- HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები);
- დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის;
- C-Suite – TOP მენეჯერებისთვის;
- HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/ewW7e
