სიახლეები

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის კულტურის სტატისტიკას აქვეყნებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმებით, 2024 წელს საქართველოში 54 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 43 ერთეული იყო დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, 7 – თოჯინების, 2 – ოპერისა და ბალეტის, ხოლო 2 – ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა თეატრი. თეატრების უმრავლესობა (53.7 პროცენტი) ფუნქციონირებდა ქ. თბილისში, 14.8 პროცენტი – იმერეთში, ხოლო დარჩენილი 31.5 პროცენტი სხვა რეგიონებში.

2024 წელს ქვეყანაში 4.8 ათასი ღონისძიება ჩატარდა, აქედან 177 იყო გასვლითი (ქალაქის გარეთ). საზღვარგარეთ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობამ 136 ერთეული შეადგინა. 2024 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით შემცირდა და 4 518 ერთეული შეადგინა. სპექტაკლების დაახლოებით ორი მესამედი (69.4 პროცენტი) ქ. თბილისში ჩატარდა.

2024 წელს ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა საერთო რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 17.6 პროცენტით შემცირდა და 636.1 ათასი შეადგინა. მაყურებელთა ორი მესამედი (66.2 პროცენტით) ქ. თბილისზე მოდის, ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმერეთია (10.3 პროცენტით).

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში 261 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 104 ერთეული წარმოადგენს მემორიალურ მუზეუმს, 74 ერთეული – ისტორიულს (მხარეთმცოდნეობის), 23 ერთეული – ხელოვნების, 13 ერთეული – მუზეუმ-ნაკრძალს, 2 ერთეული – ლიტერატურულს,ხოლო 45 – სხვა სახის მუზეუმს.

2024 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 7.8 პროცენტით შემცირდა და 1.9 მლნ. კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 7.3 ათასი დამთვალიერებელი მოდის.

2024 წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 3.0 პროცენტით შემცირდა და 45.0 ათასი შეადგინა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა – 2.5 პროცენტით გაიზარდა და 939 ერთეული იყო.

You may also like

სიახლეები

წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

  • მარტი 10, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
სიახლეები

ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

  • მარტი 10, 2025
2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს. განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე