სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ევროპელ პარტნიორებთან მემორანდუმს მოაწერა ხელი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ევროპელ პარტნიორებთან მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც ევროპული დირექტივების ძირითადი პრინციპების ქართულ ბიზნეს სექტორში ადაპტირებას ისახავს მიზნად.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა და ევროინტეგრაციის საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მნიშვნელოვანია მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის ეფექტიანად გატარებისთვის, რომელშიც ჩართულია საქართველოში არსებული კერძო სექტორი და მასში დასაქმებული ადამიანები. ვფიქრობთ, რომ მწვანე ეკონომიკის საკითხებზე ერთობლივი მუშაობა, დასახული მიზნების რეალიზაციაში ეფექტიანი მექანიზმია და მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესში“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

მემორანდუმს საქართველოსთან ერთად ხელი მოაწერეს უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა.

You may also like

სიახლეები

წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

  • მარტი 10, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
სიახლეები

ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

  • მარტი 10, 2025
2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს. განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე