კონკურენციის სააგენტოში განაცხადები წლიურად 60%-ით გაიზარდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) აცხადებენ, რომ 2025 წლის იანვარი-თებერვლის თვის პერიოდში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 202 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 675 შეადგინა.
სააგენტოს ინფორმაციით, შემოსული განცხადებების რაოდენობა 60%-ით აღემატება წინა წლის იანვარი-თებერვალში შემოსული განცხადებების რიცხვს.
2025 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 79%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 5%, აჭარა 4% და კახეთი 4 % და სხვა რეგიონები.
საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 14 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 35 საქმეზე.
GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 8 მოვაჭრეს – 17 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში – 5400 ლარის ოდენობით.
მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 37 საქმეზე – 33 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.