სიახლეები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.

  • პირველი ტრენინგი 16 მაისს, ონლაინ ფორმატში, სტრატეგიული მენეჯმენტის თემატიკაზე ჩატარდება და მას ბიზნესკონსულტანტი, მირანდა მანჯგალაძე გაუძღვება.
  • მეორე შეხვედრა 20 და 23 მაისს, ასევე, ონლაინ ფორმატში გაიმართება და ის შემდეგ თემატიკას დაეთმობა – SOE და AI ციფრულ მარკეტინგში. ტრენინგს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ალექსანდრე ჩომახიძე ჩაატარებს.
  • მესამე ტრენინგი, ფიზიკურ სივრცეში, 22 მაისს გაიმართება და ის ESG თემატიკას – „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი” დაეთმობა. შეხვედრას საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ გაუძღვება. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები.
  • 22 მაისს გაიმართება კიდევ ერთი ონლაინ ტრენინგი საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
  • მაისის თვის ბოლო, მეხუთე ტრენინგი, 27 და 28 მაისს, საცალო ქსელებთან მოლაპარაკების სტრატეგიების შეეხება და მას ბიზნესკონსულტანტი, ია ნადირაშვილი გაუძღვება.

წინასწარი რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education

კურსებზე დასწრება უფასოა.

You may also like

სიახლეები

წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

  • მარტი 10, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
სიახლეები

ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

  • მარტი 10, 2025
2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს. განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე