სიახლეები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმება დაიწყო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმება დაიწყო. პირველ ეტაპზე ინსპექტირება განხორციელდა თბილისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საწარმოებში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, დალუქულია დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული დაახლოებით 2,5 ტონა პლასტიკის პარკი. 14 სახეობის პარკის ნიმუში კი, დეგრადაციის ხარისხისა და მძიმე მეტალების შემცველობის დადგენის მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიაში.

უწყების განცხადებით, პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმების მიზანია, საცალო ქსელში არ მოხვდეს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსაბამო პლასტიკის პარკები და, შესაბამისად, შემცირდეს გარემოს დაბინძურება.

ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას.

You may also like

სიახლეები

წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

  • მარტი 10, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
სიახლეები

ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

  • მარტი 10, 2025
2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს. განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე