სიახლეები

ბაქო-თბილისის ხაზზე სამგზავრო მატარებელი მიმოსვლას მაისიდან დაიწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, დღეს, 18 თებერვალს მინისტრი ლევან დავითაშვილი  აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

“შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ მზარდ როლს და იმ ღონისძიებებს, რომლებიც მხარეთა აქტიური ჩართულობით ხორციელდება მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. როგორც აღინიშნა, ეს ქვეყნებს მეტი დამატებითი ღირებულების შექმნის საშუალებას მისცემს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი მაისიდან დაიწყება.”– ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

You may also like

სიახლეები

წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

  • მარტი 10, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
სიახლეები

ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

  • მარტი 10, 2025
2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს. განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე