ბაზისბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამისთვის დაფინანსება მიიღო
ბაზისბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) პარტნიორობა კიდევ უფრო გააძლიერა და 15 მილიონი აშშ დოლარისმოცულობის ახალი დაფინანსება მიიღო მცირე და საშუალო ბიზნესისდაფინანსების პროგრამაზე.
კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნული დაფინანსება ბაზისბანკს საქართველოშიმცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მეტ შესაძლებლობას მისცემს.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისოფინანსური ინსტიტუტია და მხარს უჭერს ეკონომიკურ განვითარებას დარეგიონულ თანამშრომლობას სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალისა დაგარანტიების მეშვეობით, რომლებიც მისი წევრი ქვეყნების ფარგლებში საჯაროდა კერძო სექტორის პროექტებისა და ვაჭრობის დაფინანსებაზეა გათვლილი. ბანკის საწესდებო კაპიტალი 3.45 მილიარდი ევროა.





