AdSocial ციფრული მარკეტინგის სააგენტოა, რომელიც კომპანიებს PR და SEO მიზნების მიღწევაში ეხმარება. სააგენტოს სერვისები მოიცავს გესთ პოსტების (Guest Posts) განთავსებას, ბანერულ რეკლამას მაღალტრაფიკიან მედიაპლატფორმებზე და სოციალური მედიის რესურსებს.
AdSocial 2018 წლიდან აკავშირებს ბიზნესებს ქართულ საიტებთან და Facebook გვერდებთან. გუნდი ასევე მართავს Avia.ge-ს, FlyHelp.ge-სა და AviaeSIM.com-ს. საკუთარი ბიზნესების განვითარებისას მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რამდენად შრომატევადია სარეკლამო საიტების სათითაოდ მოძიება. AdSocial სწორედ ამ პროცესის გასამარტივებლად შეიქმნა.
სააგენტო კომპანიებს მიზნის შესაბამისი სარეკლამო არხის შერჩევაში, ბექლინკების — სხვა საიტიდან მათ ვებსაიტზე მიმავალი ბმულების — მოპოვებაში, ბრენდის ცნობადობისა და რეფერალური ტრაფიკის ზრდაში ეხმარება.
სტატიების განთავსება ქართულ საიტებზე კომპანიის ბმულით, ბრენდის ხილვადობისა და საძიებო სისტემებში მისი წარმოდგენის გასაუმჯობესებლად.
პოსტების გაზიარება აქტიურ Facebook გვერდებსა და ჯგუფებში სამიზნე აუდიტორიასთან წვდომისთვის.
ბანერების განთავსება პარტნიორ საიტებზე ცნობადობისა და პირდაპირი ტრაფიკის გასაზრდელად.
საიტის დამზადებარეკლამა
კონვერსიაზე ორიენტირებული ვებსაიტები. 11 წლიანი გამოცდილება, 500+ პროექტი.