სიახლეები

GCCA-მა შპს „აიფონ ჯორჯიას“ შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა

Infinity News 14

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA)  შპს „აიფონ ჯორჯიას“ (ტექნოლაბი) შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა.

სააგენტოს განცხადებით, GCCA-ის მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით დადგინდა, რომ:

  1. მოვაჭრე ყიდის პროდუქციას, რომელიც ვიზუალურად და შეფუთვით Apple Inc.-ის ორიგინალურ პროდუქციას ჰგავს, თუმცა არ არის Apple-ის ნაწარმი, რაც მომხმარებლებს ნივთის შეძენისას არ განემარტება. აღნიშნული ქმედება მაღალი ალბათობით ქმნის მომხმარებელთა ჯგუფის შეცდომაში შეყვანის საფრთხეს, რადგან მომხმარებელი ვერ იღებს სწორ ინფორმაციას პროდუქტის წარმომავლობის შესახებ.
  2. ასევე, საგარანტიო დოკუმენტაციაში, საქონლის ბრენდისა და დასახელების გრაფაში ფიქსირდება სიტყვა “Apple”, თუმცა მოვაჭრის განმარტებით, ის კომპანია Apple Inc.-ის მიერ წარმოებული ორიგინალი პროდუქციით არ ვაჭრობს.

ვინაიდან, ზემოაღნიშნული კომერციული საქმიანობა წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა – 1 თვის ვადაში,   მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და  თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მუხლებს შეუსაბამოს.

სტატია სასარგებლო იყო?