🇺🇸USD/GEL2.6074+0.01%
🇪🇺EUR/GEL2.9941+0.10%
BTC86,014+1.46%
ETH2,743.49+0.59%
TTSLA375.30+3.03%
AAPL338.98+0.85%
სიახლეები

GCCA-მა შპს „ოტო მოტორს რითეილთან“ და შპს „ჯი-თი მოტორსთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები გააფორმა

Infinity News 13

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, საავტომობილო მომსახურების სექტორში, მაისის თვეში, შპს „ოტო მოტორს რითეილთან“ და შპს „ჯი-თი მოტორსთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები გააფორმა.

GCCA-ს და მოვაჭრეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:

  • გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
  • შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად, სრულად და განათავსოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე სოციალურ ქსელებში;
  • უზრუნველყოს მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება;
  • ნაკლოვანი წივთის არსებობის შემთხვევაში დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა;
  • მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები და ა.შ.

სტატია სასარგებლო იყო?

გაზიარება

რეკლამა და სტატიის განთავსება

გსურთ რეკლამა ან სტატიის განთავსება IBN-ზე? დაგვიკავშირდით ტელეფონით ან მეილით.

შენახული პოსტები

ინახება ამ ბრაუზერში