🇺🇸USD/GEL2.5994-0.04%
🇪🇺EUR/GEL2.9066-0.30%
BTC82,300-1.36%
ETH2,461.54-2.83%
TTSLA378.03-1.22%
AAPL340.97+1.29%
სიახლეები

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით წელს GCCA-ში 45%-ით მეტი განაცხადი შევიდა

Infinity News 12

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის იანვარი-მაისის პერიოდში – 504 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 1590 შეადგინა. აღნიშნული შედეგი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 45%-ით აღემატება.

2025 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას.

რეგიონების მიხედვით, 78%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 5%,  აჭარა 4% და კახეთი 3 % და სხვა რეგიონები.

სტატისტიკის მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 15%-ს.

  • საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 50 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 81 საქმეზე.
  • GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 24 მოვაჭრეს – 54 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში – 21 046 ლარის ოდენობით.
  • მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 73 საქმეზე – 67 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

სტატია სასარგებლო იყო?

გაზიარება

რეკლამა და სტატიის განთავსება

გსურთ რეკლამა ან სტატიის განთავსება IBN-ზე? დაგვიკავშირდით ტელეფონით ან მეილით.

შენახული პოსტები

ინახება ამ ბრაუზერში