ღონისძიების გაუქმების, გადადების შემთხვევაში TKT.ge-ს და biletebi.ge-ს მომხმარებლისთვის თანხის სრულად უკან დაბრუნება მოუწევთ
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „თინეთის“ (www.tkt.ge ) და შპს „ელ.ბილეთების“ (www.biletebi.ge) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. საკითხი ეხება – ღონისძიების გაუქმების ან გადადების შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნებას.
სააგენტოს განცხადებით, მომხმარებელი არ უნდა დაზარალდეს ღონისძიების გაუქმების ან გადადების გამო, რომელიც მის კონტროლს მიღმა მოხდა. კერძოდ, თუ ღონისძიება ორგანიზატორის ინიციატივით გაუქმდა, ორგანიზატორმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.





