სიახლეები

ღვინის ეროვნული სააგენტო ხარისხის მონიტორინგის შედეგებს ავრცელებს

Infinity News Recovered 1 1

ღვინის ეროვნული სააგენტო ხარისხის მონიტორინგის 2025 წლის პირველი კვარტლის შედეგებს ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 41 კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს,  დარღვევა 3 კომპანიის 5 ნიმუშში აღმოჩნდა.

აღნიშნულ პერიოდში 88 კომპანიაში განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 127 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 4 კომპანიის 4 ნიმუშში. ნიმუშების გარკვეულ ნაწილზე ლაბორატორიული კვლევები გრძელდება.

საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 64 დეგუსტაცია. სადეგუსტაციოდ შემოსული 2931 ნიმუშიდან 2822 დადებითად, ხოლო 109 ნიმუში უარყოფითად შეფასდა.

სტატია სასარგებლო იყო?