სიახლეები

ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგებს აქვეყნებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა დასხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულადახორციელებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს, 28 სახელმწიფო და 376 საინსპექციოკონტროლი განხორციელდა.

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რაც საწარმოებში ღვინისტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულმოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, შემოწმებული 28 კომპანიის 154 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 6 კომპანიის 34 ნიმუშში.

საინსპექციო კონტროლი ჩატარდა 83 კომპანიაში. აღებული 1 927 ნიმუშიდანდარღვევა აღმოჩნდა 16 კომპანიის 37 ნიმუშში. სააგენტოს კონტრაქტორიკომპანიების შპს „Bureau Veritas“ და შპს „SGS“ მიერ შემოწმებულ 74 კომპანიაშიაღებული 459 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 4 კომპანიის 11 ნიმუშში. ინსპექტირების პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანისასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

შიდა ბაზრის კონტროლი განხორციელდა 78 კომპანიის პროდუქციაზე. აღებული136 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 73 ნიმუშში

You may also like

სიახლეები

წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

  • მარტი 10, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
სიახლეები

ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

  • მარტი 10, 2025
2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს. განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე