„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თანადაფინანსება ცხრა კომპანიამ მიიღო
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თანადაფინანსება ცხრა კომპანიამ მიიღო. 2025 წელს, თანადაფინანსების სახით, ჯამურად, 692 969 ლარი გაიცა.
დაფინანსება მიიღეს ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა: „ჯიველი“, „ვილა მოსავალი“, „თელიანი ველი“, „ვაზისუბნის მამული“, „მეღვინეობა ჩელთი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „თიკო ისთეით“ და „მეღვინეობა შუმი“.
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2021 წლის სექტემბერში „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა.
ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ იმ კომპანიებისთვის ახორციელებს, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა), პრიორიტეტულ ბაზრებზე ახორციელებენ.
ფინანსური წიგნიერება მეწარმეებისთვის
ბუღალტერია მცირე ბიზნესისთვის
საბანკო სესხი ბიზნესისთვის
ქართული ღვინის ხარისხი პირველ რიგში ვენახში იწყება — გასხვლა, ფრქვევა და მოსავლის აღება. თანამედროვე ვენახის პროფესიული ტექნიკა ქართველ მეღვინეებს საშუალებას აძლევს მოსავლიანობა 30-40%-ით გაზარდონ და იტალიური სტანდარტების ყურძენი მიიღონ.
