სტარტაპები იმერეთის რეგიონში, რომლებმაც GITA-ს გრანტები მოიპოვეს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები იმერეთის რეგიონში გამოვლინდნენ.
გამარჯვებული პროექტები:
lelogen-ის მიზანია, უზრუნველყოს ბავშვთა რაგბის თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია და, როგორც Live რეჟიმში ასევე თამაშის შემდგომ, მოთამაშეების პერფორმანსისა და თამაშის სტატისტიკური ანალიზი.
Job Stalker – პროექტის მიზანია, შეიქმნას პლატფორმა, რომელიც დაეხმარება სამსახურის მაძიებლებს, გააუმჯობესონ სამუშაოს მოძიების პროცესი, ავტომატიზაციისა და AI ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც საშუალებას მისცემს მათ, მარტივად იპოვნონ შესაფერისი სამუშაო ადგილი ისეთ პოპულარულ პლატფორმებზე, როგორებიცაა LinkedIn, Indeed, Job.ge და სხვა.
ნაბიჯი – პროექტის მიზანია, შეიქმნას ონლაინ პლატფორმა, რომელიც დააკავშირებს საქართველოს რეგიონებში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესებს ციფრული მარკეტინგის უნარების მქონე ახალგაზრდებთან, რითაც ხელს შეუწყობს ბიზნესების ონლაინ წარმომადგენლობის გაძლიერებას, გაყიდვების ზრდასა და ახალგაზრდების დასაქმებას რეგიონებში.
Inko – პროექტის მიზანია, მომხმარებლებს მიაწოდოს ინოვაციური AR პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, ვირტუალურად მოირგონ ტატუ სხეულზე, აღმოფხვრან შეცდომებისა და არასასურველი ტატუს გაკეთების რისკი. პლატფორმა ასევე აკავშირებს მომხმარებლებს ტატუ არტისტებთან და ტატუს სალონებთან.
Sapioo – ინფორმაციის, განაცხადებისა და შეკვეთების მიღებისა და მათი დამუშავების ავტომატიზაციის B2B SaaS პლატფორმა. Sapioo-ზე მუშაობა გუნდმა 2024 წლის ნოემბერში დაიწყო და დღეს უკვე MVP ვერსია ბაზარზეა.
ქართულენოვანი დამხმარე ტექნოლოგიები უსინათლო პირებისთვის – პროექტის მიზანია საქართველოს ბაზარზე გაჩნდეს ქართულენოვანი, ხმოვანი მაჯის საათი უსინათლო პირებისთვის.