სიახლეები

სახელმწიფო კლინიკებს COVID-ჯარიმებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებას სთავაზობს

სახელმწიფო კლინიკებს COVID-ჯარიმებისგან  ნაწილობრივ გაათავისუფლებს, თუ ისინი გარკვეულ  ვადაში 25%-ს აანაზღაურებენ. ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ჯამური დავალიანება დაახლოებით 26 მილიონი ლარია.

“COVID-ის პერიოდში სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით არსებობდა არაერთგვაროვანი შეხედულებები საზოგადოებაში, ინფორმაციაც იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო სერვისების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებით იყო წარმართული და არსებობდა გარკვეული პრობლემები თვითონ სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობაში. ეს მათ შორის არაერთ აქტშია ასახული, რომლითაც ეს დაწესებულებები შემოწმდა.”- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ეს ინიციატივა თავად სექტორიდან მოდიოდა. ასევე არის გარკვეული სამართლებრივი დავებიც, რადგან სექტორში ფიქრობენ, რომ შემოწმებების პროცესში ხარვეზები იყო.

You may also like

სიახლეები

წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

  • მარტი 10, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
სიახლეები

ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

  • მარტი 10, 2025
2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს. განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე