სიახლეები

საიტის აწყობა

ინტერნეტსივრცეში წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად ან თუნდაც პირადი პროექტის წამოსაწყებად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საიტის აწყობაა. 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიურმა პროგრესმა ეს პროცესი გაცილებით სწრაფი და მარტივი გახადა. თუმცა, ხარისხიანი ვებგვერდისა და გამართული ფუნქციონალის შექმნა მაინც მოითხოვს პროფესიონალიზმსა და სათანადო ცოდნას.

სარჩევი / ეტაპები:

სტრატეგიულად გამართული და წარმატებული საიტის შექმნა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. მოდით, დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი:

  1. მიზანი — პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მიზნის განსაზღვრა: რისთვის გვჭირდება საიტის დამზადება და რა დანიშნულება ექნება მას. მაგალითად, საიტი შეიძლება დაგვჭირდეს ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად და პროდუქციის გასაყიდად; შესაძლოა, ეს იყოს ბლოგი ინფორმაციის გასავრცელებლად, კომპანიის პრეზენტაციული საიტი ან/და სხვადასხვა სერვისის მისაწოდებელი პლატფორმა. ამ ყველაფრის გააზრება დაგვეხმარება სწორად განვსაზღვროთ, თუ რა ტიპის საიტი უნდა აიწყოს, როგორი დიზაინი და რა ფუნქციონალი უნდა ჰქონდეს მას.
  2. დომენისა და ჰოსტინგის შერჩევა — თავდაპირველად განვმარტოთ, რა არის დომენი: ეს არის თქვენი საიტის ონლაინ მისამართი (მაგალითად, .ge), ხოლო ჰოსტინგი სერვერია, რომელიც უზრუნველყოფს საიტის ფიზიკურ არსებობასა და ფუნქციონირებას. დომენის შერჩევისას სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი: ის უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივად დასამახსოვრებელი, შეძლებისდაგვარად მოკლე, ზუსტი და აუცილებლად შეესაბამებოდეს თქვენს ბრენდს. რაც შეეხება ჰოსტინგს, სერვისის არჩევისას ეცადეთ, ის მაქსიმალურად სწრაფი და უსაფრთხო იყოს.
  3. დიზაინი და მომხმარებლის გამოცდილება (User Experience – UX) — საიტის აწყობისას უნდა გავითვალისწინოთ მისი დიზაინი, რომელიც ვიზუალურად სასიამოვნო და საინტერესო იქნება. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი — საიტი აუცილებლად უნდა იყოს ფუნქციური და მომხმარებლისთვის მარტივად გამოსაყენებელი. სწორედ ამისთვისაა საჭირო UI/UX დიზაინერი. მარტივი ნავიგაცია, მოსახერხებელი მენიუ და მობილურ მოწყობილობებზე ადაპტირება (Mobile Friendly) კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მათ გარეშე საიტი ვერ მოხვდება Google-ის ძიების საწყის პოზიციებზე (SEO), ვერ მოიპოვებს პოტენციური მომხმარებლების ნდობას და, შესაბამისად, ვერ შეასრულებს იმ მიზანს, რის გამოც შეიქმნა.
  4. პლატფორმის შერჩევა — მიზნისა და ბიუჯეტის მიხედვით უნდა შევარჩიოთ შესაბამისი პლატფორმა. მაგალითად, ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად უმჯობესია Shopify-ის გამოყენება, ხოლო მარტივი თუ მრავალფუნქციური საიტების ასაწყობად WordPress უკონკურენტოა.
  5. კონტენტის შექმნა — აწყობის შემდგომ საიტი საჭიროებს მუდმივად განახლებად და ხარისხიან კონტენტს, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს: ტექსტებს, ბლოგებს, სურათებს, ვიდეოებსა და SEO ოპტიმიზაციას (წყარო), რათა საძიებო სისტემაში მაქსიმალურად მარტივად მოიძებნებოდეს, დაიმსახუროს მომხმარებელთა ნდობა და დაგეხმაროთ წარმატების მიღწევაში.
  6. საიტის ტესტირება და გაშვება — როდესაც ჩვენი სურვილებისა და საჭიროებების მიხედვით ყველაფერს დავასრულებთ, უშუალოდ გაშვებამდე აუცილებელია საიტის ტესტირება. უნდა შევამოწმოთ ყველა დეტალი: როგორ მუშაობს ფუნქციონალი და ბმულები, როგორია ჩატვირთვის სიჩქარე, აკმაყოფილებს თუ არა ის ჩვენს მოთხოვნებს, რამდენადაა მორგებული მობილურ მოწყობილობებზე და ა.შ.
  7. რეგულარული განახლებები — მხოლოდ საიტის აწყობა საკმარისი არ არის; აუცილებელია რეგულარულად ხდებოდეს მასზე განთავსებული კონტენტისა და, ზოგადად, საიტის ტექნიკური განახლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაკარგავს Google-ის საძიებო სისტემის მხარდაჭერას და, შესაბამისად, მომხმარებელთა სანდოობას.

ყველაზე ხშირი შეცდომები ვებსაიტის შექმნისას:

ვებგვერდის შექმნის პროცესში, ბუნებრივია, შეცდომების დაშვების რისკი არსებობს. განვიხილოთ ის ძირითადი ხარვეზები, რომლებიც ყველაზე ხშირად იჩენს ხოლმე თავს:

  1. ჩატვირთვის დაბალი სიჩქარე;
  2. მობილურ მოწყობილობებთან შეუთავსებლობა;
  3. SEO-ს უგულებელყოფაSemrush და მსგავსი დამხმარე ინსტრუმენტები პროფესიონალებს საშუალებას აძლევს, დააკვირდნენ გვერდის აქტივობას და განახორციელონ მონიტორინგი (Service Pro);
  4. სარეზერვო ასლების (Backups) არარსებობა — მათი არარსებობის შემთხვევაში, გაუთვალისწინებელი ინციდენტის დროს, შესაძლებელია საიტის მთლიანი მონაცემების დაკარგვა;
  5. უსაფრთხოების უგულებელყოფა — SSL სერტიფიკატი, რეგულარული განახლებები და ძლიერი პაროლები აუცილებელია (წყარო).

თუ შევეცდებით ზემოთ აღნიშნული, ყველაზე გავრცელებული შეცდომების თავიდან არიდებას, შედეგად მივიღებთ ეფექტურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ და წარმატებულ ვებგვერდს.

საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ საიტის აწყობა მრავალეტაპიანი პროცესია, რომელიც მოითხოვს ზუსტად ვიცოდეთ, თუ რა ტიპის საიტი გვსურს და რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს იგი. ამ ყველაფრის შემდგომ კი, უნდა ვიპოვოთ პროფესიონალთა გუნდი (Infinity Solutions), რომელიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება არსებულ გამოწვევებს და მაქსიმალურად ჩვენს საჭიროებებზე მორგებულ შედეგს შემოგვთავაზებს.

ჩვენი ნამუშევრები: ფარმაცევტული კომპანია | ყვავილების მაღაზია | წყლის ტუმბოები | SEO სააგენტო

უფასო კონსულტაციისთვის დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები!

სოციალური მედიის მართვა

ბლოგი

საიტის აწყობა

 

საიტის აწყობა იმისათვის რომ, შევძლოთ ინტერნეტ სივრცეში წარმ …

SEO ოპტიმიზებული ბლოგი

 

SEO ოპტიმიზებული ბლოგის მნიშვნელობა თქვენი ბიზნესისთვის დღე …

ლოკალური SEO-ს მნიშვნელობა

 

ლოკალური SEO-ს მნიშვნელობა ციფრული სამყაროს განვითარებასთან …

SEO აუდიტი

 

SEO აუდიტი – გზა თქვენი ვებგვერდის ოპტიმიზაციისკენ მოგეხსენ …

Google ads VS SEO – შედარება

 

Google ads VS SEO – შედარება / განხილვა ციფრულ მარკეტინგში …

Google ads vs facebook ads

 

Google Ads vs Facebook Ads – რომელი პლატფორმაა უკეთესი? ციფ …

WordPress საიტის შექმნა

 

WordPress საიტის შექმნა / აწყობა WordPress არის მსოფლიო …

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) და ბიზნესი

 

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) და ბიზნესი დღევანდელ ციფ …

ციფრული სამყაროს ტენდენციები ციფრული მარკეტინგი

 

2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ციფრული მარკეტინგის …

digital marketing2

 

ციფრული მარკეტინგის ავტომატიზაცია სარჩევი …

რას ნიშნავს Mobile Friendly ვებ საიტები?

 

რას ნიშნავს Mobile Friendly ვებ საიტები და რატომ არიან ისინი …

motion design

 

რას ნიშნავს მოუშენ დიზაინი (Motion Design)? მოუშენ დიზაინი …

ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგში

 

ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგში 2024 წლის ტრენდებს თუ გადავ …

პრეზენტაციის გაკეთება

 

პრეზენტაციის გაკეთება ბიზნესის სამყაროში ეფექტური კომუნიკაც …

ლოგოს შექმნა, ლოგოს დამზადება, ლოგოს შექმნა, ლოგოს რედიზაინი, რა არის ლოგო? ლოგოს დიზაინი, გაკეთება, დახატვა, განახლება

 

ლოგოს შექმნა ლოგოს შექმნა არის შემოქმედებითი პროცესი, რომე …

ბიზნეს ფოტო/ვიდეო გადაღება

 

ბიზნეს ფოტო / ვიდეო გადაღება პროფესიონალური ბიზნე …

ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგში

 

გრაფიკული დიზაინი კარგი დიზაინი კარგი ბიზნესია-თომას ჯ.უოტს …

SEO ოპტიმიზაცია, SEO სააგენტო, საიტის SEO ოპტიმიზაცია, wordpress საიტის SEO ოპტიმიზაცია, SEO ოპტიმიზაცია ფასი, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

 

SEO ოპტიმიზაცია / სეო სააგენტო გამოიყენეთ SEO-ს პოტენციალი, …

SEO სპეციალისტის მნიშვნელობა საიტის დამზადების დროს? , SEOSEO სპეციალისტის მნიშვნელობა საიტის დამზადების დროს? , SEO

 

SEO სპეციალისტის მნიშვნელობა SEO კონსულტაცია საი …

ციფრული მარკეტინგის სააგენტო

 

ციფრული მარკეტინგის სააგენტო ტექნოლოგიების საუკუნეში ბრენდი …

საიტის დამზადება

 

საიტის დამზადება ჩვენ საიტის დამზადებას მაქსიმალურად მოკლე …

ქოფირაითინგი

 

ქოფირაითინგი 7 რამ, რაც ყველა კარგმა ქო …

Facebook გვერდის მართვა, გვერდის დარეკლამება, ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირება, როგორ გავაპიაროთ გვერდი, რეკლამა ფასი

 

სოციალური მედია მარკეტინგი ციფრული ეპოქის უზარმაზარ ლანდშაფ …

ბიზნეს სიახლეები

სტატია სასარგებლო იყო?