ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა.
“ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა.
კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა.”- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბაკურიანი ციდას“ დალევის შემდეგ ბავშვი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.