“კრისტალი” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ვებინარს გამართავს

კომპანია “კრისტალი”მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, 11 აპრილს ვებინარს გამართავს. ვებინარის სახელწოდებაა “იდეიდან გაყიდვამდე” და მიზნად ისახავს მეწარმეების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათთვის საჭირო ცოდნისა და ინსტრუმენტების მიწოდებას.
ვებინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- როგორ შევიმუშაოთ მოთხოვნადი პროდუქტი და ვიპოვოთ ნიშა ბაზარზე;
- იდეების ანალიზი და ტესტირება;
- MVP-ის (Minimal Viable Product) შექმნა და მისი ბაზარზე გამოსაცდელად გამართვა;
- კონკურენტების ანალიზი და ბაზარზე გარღვევის სტრატეგიები;
- მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და პროდუქტის გაუმჯობესება.