“თუ არ საუბრობთ პრობლემებზე, არც უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ თქვენ ამ პრობლემებს მოაგვარებთ”.- გიდის მიმართვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს

6 თებერვალს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანიტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან ინდუსტრიის შედეგებისა და გეგმების წარდგენა იყო.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ღვინის გიდმა ია გოცაძემ მაია ომიაძეს მიმართა და სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
“დღეს თქვენ აქ არ გააჟღერეთ არცერთი პრობლემა. შესაბამისად, თუ არსაუბრობთ პრობლემებზე, არც უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ თქვენ ამ პრობლემებს მოაგვარებთ. გვეუბნებით, რომ ხართ ეროვნული მთავრობა, მაგრამ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლი არის სავალალო მდგომარეობაში. გვეუბნებით, რომ ხართ კარგი მენეჯმენტისმქონე და ააყვავებთ ქვეყანას, მაგრამ მთელი ტურისტულიინფრასტრუქტურა არის განადგურებული. გვეუბნებით, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, მაგრამ არ გვეუბნებით საბაზისო საჭიროებების ტურისტული პრობლემები როგორ უნდა მოვაგვაროთ“, – განაცხადა გიდმაშეხვედრაზე.