ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე – „Naturale 2025“ ქართული ღვინო პირველად წარადგინეს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „Naturale 2025“ ქართული ღვინოც წარადგინეს.
ქართული ღვინო აღნიშნულ გამოფენაზე პირველად იყო წარმოდგენილი.
“გამოფენას „Naturale 2025“ ბელგიელი ღვინის პროფესიონალები და იმპორტიორები დაესწრნენ, რაც იძლევა ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე ცნობადობის ზრდის და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების დამატებით შესაძლებლობას.”- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.





