GCCA-მ შპს „ვოლტ ჯორჯიას“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) “ვოლტ ჯორჯიას” “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონის დარღვევა დაუდგინა. სააგენტოს შეფასებით, კომპანიამ მომხმარებლებს შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიაწოდა “პრემიუმ პაკეტის” პირობების შესახებ.
“კომპანიის მიერ არ იყო სათანადოდ განმარტებული, რომ მიტანის საფასურის 0 ლარამდე შემცირება Wolt + – ის (პრემიუმ პაკეტი) მომხმარებლებს სხვა დამატებითი ხარჯებისგან არ ათავისუფლებდა. კერძოდ, „პრემიუმ პაკეტის“ შეძენისას მომხმარებელი აღარ იხდის მიტანის საფასურს, თუმცა აღნიშნული არ მოიაზრებს სხვა – ე.წ. SERVICE FEE – მომსახურების საფასურისგან გათავისუფლებას” – წერია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.