“AI-ის გამოყენება ბიზნესში” – 11 ივნისს ვორქშოფი გაიმართება
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. 11 ივნისს 16:00 საათზე ვორქშოფი თემაზე – “AI-ის გამოყენება ბიზნესში” გაიმართება.
ვორქშოპი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ გააცნობიერონ, თუ როგორ შეიძლება AI-ის გამოყენებით გაყიდვების ზრდა და პროდუქტიულობის თუ სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესება.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები:
- გაეცნობიან გენერაციული მოდელების განვითარების ეტაპებს და წამყვანი AI მოდელების შედარებით მიმოხილვას;
- გაეცნობიან კონკრეტულ მაგალითებს, თუ როგორ იყენებენ მცირე კომპანიები AI-ს ყოველდღიური ამოცანების გასამარტივებლად;
- გაიგებენ მეტს პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და ტექნიკებზე, რომლებიც ბიზნესს ეფექტიანობის მიღწევაში დაეხმარება;
- მიიღებენ რჩევებს მონაცემთა დაცვასა და AI სისტემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
შეხვედრა გაიმართება მისამართზე: ალექსანდრე ყაზბეგის 15, 4B, 11 ივნისს, 16:00-18:00 საათამდე.
რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://shorturl.at/Rae7W





