სიახლეები

ღვინის ეროვნული სააგენტო ალკოჰოლიანი სასმელების ხარიხის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

ღვინის ეროვნული სააგენტო ალკოჰოლიანი სასმელების ხარიხის მონიტორინგის 6 თვის შედეგებს აქვეყნებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რომლითაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა მოწმდება, 135 კომპანიაში აღებული 561 ნიმუშიდან დარღვევა 8 კომპანიის 11 ნიმუშში აღმოჩნდა.

51 კომპანიაში ჩატარდა საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობას ადგენს. აღებული 757 ნიმუშიდან დარღვევა 3 კომპანიის 5 ნიმუშში აღმოჩნდა.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი საერთაშორისო კომპანიების შპს „Bureau Veritas“ და შპს „SGS“ “ მიერ ინსპექტირება 52 კომპანიაში განხორციელდა; აღებული 208 ნიმუშიდან დარღვევა 1 კომპანიის 1 ნიმუშში აღმოჩნდა.

საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 132 დეგუსტაცია. სადეგუსტაციოდ შემოსული 6208 ნიმუშიდან უარყოფითად 202, დანარჩენი 6006 ნიმუში კი, დადებითად შეფასდა. ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირება ხდება ფერსა და გამჭირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე.

სააგენტო აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია.

You may also like

სიახლეები

წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

  • მარტი 10, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
სიახლეები

ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

  • მარტი 10, 2025
2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს. განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე