სიახლეები

უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციები ამიერიდან ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ნორმების მიხედვით განხორციელდება

მიმდინარე წლის 9 ივლისიდან ძალაშია სებ-ის მიერ მიღებული ახალი წესები, რომელიც ვალუტის გადაცვლის პუნქტებს უნაღდო კონვერტაციების შესაძლებლობასაც აძლევს.

ციფრული სავალუტო კონვერტაციის განხორციელებისთვის ვალუტის გადაცვლის პუნქტებს ნახევარი მილიონი ლარის საწესდებო კაპიტალი უნდა ჰქონდეთ.

ახალი წესის მიხედვით, ვალუტის უნაღდო კონვერტაცია განხორციელდება იმ საბანკო ანგარიშების მეშვეობით, რომელთაც უნაღდო ვალუტის გაცვლის პუნქტის კლიენტი ფლობს.

მომხმარებლებისთვის სიახლეა ისიც, რომ რომ ისინი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში შეძლებენ ოპერაციის შესრულებიდან 30 წუთის განმავლობაში ოპერატორ კომპანიას ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება მოსთხოვონ, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

რეგულაციები არ იცვლება მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის, რომლებიც მხოლოდ ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის ოპერაციებით გააგრძელებენ საქმიანობას. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოისურვებენ უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის მომსახურების დამატებას, უნდა დააკმაყოფილონ ახალი რეგულაციით განსაზღვრული მოთხოვნები და მიიღონ შესაბამისი საქმიანობის უფლება.

You may also like

სიახლეები

წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

  • მარტი 10, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
სიახლეები

ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

  • მარტი 10, 2025
2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს. განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე