საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2025 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) გამოაქვეყნა 2025 წლის მეორე კვარტლის BAG ინდექსის შედეგები, რომელთა მიხედვითაც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გასულ კვარტალთან შედარებით 4.6 ქულით გაუმჯობესდა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ეს გაუმჯობესება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია გაყიდვების ზრდით, რომელიც გამოკითხული კომპანიების 54.6%-მა დააფიქსირა.
მეორე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 28%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. მომდევნო კვარტალში კი 35% ელის დასაქმების ზრდას. მათგან ყველაზე აქტიური სამშენებლო/დეველოპერული სექტორია, სადაც დაფიქსირდა როგორც მიმდინარე ზრდა, ასევე ოპტიმისტური მოლოდინი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვარტალში 7%-ით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრობენ. აღნიშნულ ფაქტორებში მნიშვნელოვნად გამოიკვეთა სპეციალისტების ნაკლებობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, ხოლო ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობით გამოწვეული პრობლემა 29%-ით შემცირდა, რაც ლარის კურსის სტაბილურობით აიხსნება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებში ყველაზე ხშირად ადმინსტრაციული საკითხები დასახელდა, რაც წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
წინა კვარტალთან შედარებით, 10%-ით არის გაზრდილი კომპანიების წილი, რომლებმაც მეორე კვარტალში დაფინანსების მოძიება დაიწყეს





