„სანამ ბიზნესის რეგისტრაციას გადაწყვეტთ“ – ბიზნეს სესიების ციკლი დამწყები მეწარმეებისთვის
“საქართველოს ბანკისა” და აზროვნების აკადემიის” პარტნიორობით ბიზნეს სესიების ციკლი გაიმართება.
სესიის მიზანია ბიზნეს სფეროს გამოცდილი ექსპერტებისგან მონაწილეებმა მიიღონ სიღრმისეული და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული გზამკვლევი, რომელიც ბიზნესის წამოწყების პროცესს ნათელს და ხელმისაწვდომს გახდის.
სესიების განრიგი:
- 14 მაისი, 20:00 — ბიზნეს იდეის გენერირება, რეგისტრაცია და იურიდიული ფორმის შერჩევა (დავით მარკოზაშვილი);
- 21 მაისი , 20:00 — ბაზრის კვლევა, სეგმენტაცია, კონკურენტული ანალიზი (ვასკა ჩუბინიძე);
- 28 მაისი, 20:00 — გუნდის შექმნა და მართვა (ნინო ოხანაშვილი);
- 4 ივნისი , 20:00 — ფინანსური პროექცია და დაფინანსების მოძიება (გიგა ფაიქიძე);
- 11 ივნისი, 20:00 — ბრენდინგი და კომუნიკაციის სტრატეგია (მარიამ ბებიაშვილი);
- 18 ივნისი, 20:00 — ბიზნესის გაციფრულება და ელ-კომერცია (გიორგი ბერეჩიკიძე).
რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://shorturl.at/dqA52





