სიახლეები

როგორ შეიცვალა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი საქართველოში?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვყნებული 2025 წლის I კვარტლის ანგარიშის მიხედვით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 9.5 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 33.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 6.66 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 13.3 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 51.6 პროცენტიანი მატებით, რაც 9.09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 2.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულება 10.2 პროცენტით გაიზარდა, რამაც შესაბამისად, -1.16 და 5.39 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

You may also like

სიახლეები

წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

  • მარტი 10, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
სიახლეები

ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

  • მარტი 10, 2025
2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს. განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე