სიახლეები

როგორ აფასებს საზოგადოება მომსახურების ხარისხს საქართველოში – ACTR-ის ახალი კვლევის შედეგები

“ეისითი კვლევის” (ACTR) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მიერ მომსახურების ხარისხის შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა.

მოსახლეობამ მომსახურების ხარისხი საშუალოზე მაღალი ქულით შეაფასა: 10-ბალიანი სკალით 7.04 ქულა, რაც 2023  წელთან შედარებით გაზრდილია 0.4 ქულით (2023: 6.64 ქულა).  

კვლევის მიხედვით, სააფთიაქო მომსახურება 2025 წელსაც ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას (8.75 ქულა) და ეს მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია (8.59 ქულა).

მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ გასართობ-შემეცნებითი მომსახურებები (8.26 ქულა) და სილამაზისა და თავის მოვლის მომსახურებები (8.24 ქულა).

კვლევის ფარგლებში გამოვლინდა მომსახურების ის სფეროებიც, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს მომხმარებლის მოლოდინებს და ყველაზე დაბალი შეფასებები უფიქსირდება. საქართველოს მოსახლეობა 2025 წელს ყველაზე ნაკლებად კმაყოფილი არის ჯანდაცვის სფეროში მიღებული მომსახურებით: საავადმყოფოები, კლინიკები, ლაბორატორიები  (6.98 ქულა) და სადაზღვევო მომსახურება (7.23 ქულა).

ასევე, შედარებით დაბალი ქულებით ფასდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებით კმაყოფილება (7.62) და სუპერმარკეტებში, ჰიპერმარკეტებში, მინიმარკეტებში, მაღაზიებსა და მოლებში მიღებული მომსახურება (7.66).

You may also like

სიახლეები

წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

  • მარტი 10, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
სიახლეები

ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

  • მარტი 10, 2025
2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს. განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე