სიახლეები

პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდა

1-ელი აპრილიდან საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლებიც ფეიერვერკებისა და პიროტექნიკური საშუალებების უკანონო გამოყენებაზე ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს.

პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის გარეშე გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.

პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიოს პირობების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. ასევე, აღნიშნული პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ჯარიმის გასამმაგებას, ხოლო ჯარიმის გასამმაგების შემდგომ ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის/ლიცენზიის გაუქმებას.

დღეიდან, პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად არა აქვს მისი ფლობის/გამოყენების უფლება, გამოიწვევს 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული ქმედების კვლავ ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა, ფლობა ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, ვისაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს მისი შეძენის, ფლობის ან/და გამოყენების უფლება, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული ქმედების კვლავ ჩადენა კი გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.

გარდა ამისა, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რაც მძიმე შედეგს გამოიწვევს, სისხლის სამართლის წესით – ჯარიმით ან შინაპატიმრობით დაისჯება, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით — ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

You may also like

სიახლეები

წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

  • მარტი 10, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
სიახლეები

ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

  • მარტი 10, 2025
2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს. განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე