სიახლეები

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე (SIWC) ქართულმა ღვინოებმა 96 ჯილდო მოიპოვეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC) ქართულმა ღვინოებმა 96 ჯილდო მოიპოვეს.

კონკურსი შანხაიში გაიმართა და მასზე  წარდგენილი იყო 200 ქართული ღვინო. ხუთდღიანი კონკურსის ერთი საკონკურსო დღე მხოლოდ ქართულ ღვინოს დაეთმო.

გამარჯვებულმა ღვინოებმა შემდეგ კატეგორიებში მიიღეს ჯილდოები:

„პლატინა” – 10

„ოქრო“ – 44

„ვერცხლი“ – 35

„საუკეთესო ტროფი“ -2

„პოპულარული“ – 5

კონკურსი 2006 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ღვინის უმაღლესი ხარისხის წარმოჩენა და საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთის ბაზარზე.

You may also like

სიახლეები

წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

  • მარტი 10, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
სიახლეები

ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

  • მარტი 10, 2025
2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს. განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე