🇺🇸USD/GEL2.5989-0.02%
🇪🇺EUR/GEL2.9074+0.03%
BTC83,664+0.52%
ETH2,510.75+0.12%
TTSLA375.23-0.74%
AAPL341.27+0.09%
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები ბიზნესის რეგისტრაციას საქართველოს ბანკის ფილიალებშიც შეძლებენ

Infinity News 14 1

საქართველოს მოქალაქეებისთვის ბიზნესის რეგისტრაცია, იუსტიციის სახლის გარდა, უკვე საქართველოს ბანკის ფილიალებშიც იქნება შესაძლებელი.

31 დეკემბრამდე ბანკის ფილიალში რეგისტრაციისას, მომხმარებლები მომსახურების სტანდარტულ საფასურს ნაწილობრივ ან სრულად დაიბრუნებენ.

  • ინდ. მეწარმეები ანგარიშზე ქეშბექის სახით უკან მიიღებენ რეგისტრაციის სრულ საფასურს;
  • შპს-დ რეგისტრირებულ პირებს კი დაუბრუნდებათ რეგისტრაციის ღირებულების 20%.

ბიზნესის რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ადგილზე ან ბიზნეს მობილბანკით გახსნან ანგარიში და ისარგებლონ სასტარტო ბიზნეს ნაკრების ბენეფიტებით, რომელშიც შედის:

  • ბიზნეს ანგარიში;
  • ბიზნეს ბარათი;
  • ტერმინალი – 3 თვე მომსახურების საკომისიოს გარეშე;
  • ონლაინ გადახდები – საკომისიოს გარეშე და სხვა.

ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებში შესაძლებელია საქართველოს მოქალაქე ინდ. მეწარმეებისთვის ან შპს-სთვის, რომლის დამფუძნებელი ან დირექტორიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.

სტატია სასარგებლო იყო?

გაზიარება

რეკლამა და სტატიის განთავსება

გსურთ რეკლამა ან სტატიის განთავსება IBN-ზე? დაგვიკავშირდით ტელეფონით ან მეილით.

შენახული პოსტები

ინახება ამ ბრაუზერში