“მთვრალმა ალუბალმა” ნანუკას ფონდში 20 000 ლარი ჩარიცხა

გუდაურში მდებარე კაფემ „მთვრალი ალუბალი“ ნანუკას ფონდში 20 000 ლარი ჩარიცხა. ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს. მისივე თქმით, ეს თანხა პატიმრებს და მათ ოჯახებს მოხმარდება.
გადარიცხვის დანიშნულებაში ვკითხულობთ, რომ ეს 15 თებერვლისღონისძიებებიდან შემოსული თანხაა და აქციაზე დაზარალებულებისთვის არის განკუთვნილი.
“ეს ჩვენი სამოქალაქო პოზიციაა”- აცხადებენ კომპანიაში.