კომუნიკაციების კომისია “მაგთიკომის” მიერ ტარიფის გაძვირებას დაუსაბუთებელად მიიჩნევს
2025 წლის 1 აგვისტოდან, იმ მომხმარებლებს, რომლებიც “მაგთიკომის” 50 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტით ან ინტერნეტი + IPTV მომსახურებით სარგებლობენ, მომსახურების ტარიფი 3 ლარით გაუძვირდებათ.
კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ ტარიფის გაძვირების გადაწვეტილება დაუსაბუთებელია და კითხვებს აჩენს.
“კომპანიის მხრიდან ტარიფის გაზრდა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურების ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით ისედაც გაცილებით მაღალია. მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია საკითხს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეისწავლის. ამასთან, კომუნიკაციების კომისია დააკვირდება სხვა კომპანიების ქმედებებსაც, შეუერთდებიან თუ არა „მაგთიკომის“ დაანონსებულ ცვლილებას და მიიღებენ თუ არა ტარიფების ზრდის შესახებ გადაწყვეტილებებს.” – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.





