სიახლეები

კვლევის მიხედვით ბიზნესის განწყობა უარყოფით ნიშნულზე ნარჩუნდება

ISET-ის კვლევის მიხედვით ბიზნესის განწყობის ინდექსი უარყოფით ნიშნულზე ნარჩუნდება.

კვლევის თანახმად, 2025 წლის II კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 3.6 პუნქტით გაიზარდა და -1.3-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მრეწველობის (+10.0) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და ასევე მცირედით გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2025 წლის I კვარტალთან შედარებით მცირედით, 2.5 პუნქტით გაიზარდა და 2025 წლის II კვარტლისთვის -16.0-ს გაუტოლდა.

მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მრეწველობის (+31.7) და სოფლის მეურნეობის (+12.5) სექტორებში დაფიქსირდა. ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 12.1 პუნქტამდე გაიზარდა. 2025 წლის II კვარტლისთვის მოლოდინების საგრძნობი გაუმჯობესება დაფიქსირდა საფინანსო (+46.6), მრეწველობის (+25.0) და სოფლის მეურნეობის (+25.0) სექტორებში. გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 9.3-ით შემცირდა და 10.8 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, შემცირდა.

2025 წლის II კვარტლისთვის, მსხვილი ბიზნესებისთვის მთავარ გამოწვევას კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. რაც შეეხება მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, მათთვის საქმიანობის მთავარი შემზღუდველი ფაქტორები ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და მოთხოვნის სიმცირეა.

You may also like

სიახლეები

წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

  • მარტი 10, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
სიახლეები

ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

  • მარტი 10, 2025
2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს. განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე