სიახლეები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, აპრილის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, აპრილის თვეში ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.

აპრილის თვის შეხვედრების განრიგი:

  • პირველი ტრენინგი 14 და 16 აპრილს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება და ის შემდეგ თემატიკას დაეთმობა – „რატომ მუშაობს და რატომ არ მუშაობს რეკლამა“. ტრენინგს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ალექსანდრე ჩომახიძე გაუძღვება.
  • მეორე ტრენინგის თემა მარკეტინგის და ფასწარმოქმნის სტრატეგიას შეეხება და მას ბიზნესკონსულტანტი, მირანდა მანჯგალაძე გაუძღვება. ტრენინგი ონლაინ ფორმატში, 22 აპრილს ჩატარდება.
  • მესამე ტრენინგი, ფიზიკურ სივრცეში, 25 აპრილს გაიმართება და ის ESG თემატიკას – „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი” დაეთმობა. შეხვედრას საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ გაუძღვება. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები.
  • აპრილის თვის მეოთხე ტრენინგი მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსური ანალიზის თემატიკაზე იქნება. 29 აპრილს, ბიზნესკონსულტანტი შალვა ახრახაძე მარტივ და ეფექტურ ანალიტიკურ ინსტრუმენტებს განიხილავს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ბიზნესის მდგომარეობის სწრაფი შეფასება და ანალიზი.
  • მეხუთე ტრენინგი 30 აპრილს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.

კურსებზე დასწრება უფასოა და თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education.

You may also like

სიახლეები

წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

  • მარტი 10, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე
სიახლეები

ყველაზე პოპულარული აპლიკაცია

  • მარტი 10, 2025
2024 წელს Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მომხმარებლებმა  ყველაზე მეტჯერ TEMU-ს აპლიკაცია გადმოწერეს. განსაკუთრებით მოთხოვნად აპლიკაციებს შორის ასევე