ექსპოჯორჯიაში ტრანსპორტის და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება
19-20 ივნისს, ექსპოჯორჯიაში ტრანსპორტის და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება.
გამოფენა მოიცავს ლოგისტიკის სრულ ეკოსისტემას, სტუმრებს ადგილზე დახვდებათ 50-ზე მეტი სექტორის წამყვანი კომპანია, რომელიც წარადგენს თავის მომსახურებებს, პროდუქტებს და ტექნოლოგიურ სიახლეებს.
- მულტიმოდალური გადაზიდვები – სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვის სერვისები
- სწრაფი გზავნილება და კურიერული მომსახურება
- დაზღვევა და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები
- ტრაილერები და მათთვის განკუთვნილი პროდუქტები
- საწყობები და სასაწყობე ინფრასტრუქტურა
- მშრალი პორტი
- სისტემური და ციფრული მხარდაჭერა, ავტომატიზაცია და პროგრამული უზრუნველყოფა
- ტვირთების დაზღვევა
პარალელურად, თემატურ ფორუმზე განხილული იქნება თემები:
- ლოგისტიკის სექტორის კვლევის შედეგების მიმოხილვა საქართველო გლობალურ სატრანსპორტო რუკაზე – პოტენციალი, პარტნიორები და რეალობა;
- ინვესტიციების და დაფინანსების შესაძლებლობები, სახელმწიფოს და საბანკო სექტორის მხრიდან;
- შუა კორიდორის სტრატეგიული პერსპექტივა – საზღვაო გადაზიდვები და პორტების განვითარება;
- სასაწყობე ინფრასტრუქტურა – ბარიერები და განვითარების შესაძლებლობები;
- საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვები საქართველოში – არსებული ვითარება, პრობლემები და განვითარების გეგმები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის გაციფრულება.
ფორუმზე დასწრების მსურველთათვის, რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://shorturl.at/RtZ85





