ემიგრანტებისთვის ბინის შეძენა მარტივდება
იმ პირებისთვის, რომლებიც შემოსავლებს უცხოეთში იღებენ იპოთეკური კრედიტის აღებისას პირველადი შენატანის მოცულობა 30%-დან 20%-მდე მარტივდება. გადაწყვეტილება დღეს ეროვნულმა ბანკმა მიიღო და ის ქვეყანაში უძრავი ქონების სექტორის წახალისებას ისახავს მიზნად.
ხოლო, იმ პირებისთვის, ვისაც საქართველოში აქვს შემოსავალი, იპოთეკის აღების დროს პირველადი შენატანი აქამდე არსებული 15%-დან 10%-მდე უმცირდებათ.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარში ქართულმა ბანკებმა სულ 246 მილიონი ლარის იპოთეკური სესხები გასცეს, რაც წინა წელთან შედარებით მხოლოდ 4 მილიონი ლარით ანუ 2%-ით მეტია.





