„გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი“- Coaching Lab-ის და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ტრენინგი ბიზნესლიდერებისთვის

27-29 მარტს თიბისი კონცეპტისა და Coaching Lab-ის ერთობლივი ტრენინგი – „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტი“ გაიმართება.
კურსი მონაწილეებს დაეხმარება დაეუფლონ გუნდური ქოუჩის კომპეტენციებს, გააცნობიერონ გუნდებთან მუშაობის პროცესი, მიიღონ ცოდნა გუნდური ქოუჩინგის ფორმატის შესახებ და გამოიყენონ ეს ცოდნა და ინსტრუმენტები პრაქტიკაში.
ტრენინგი განკუთვნილია ბიზნესლიდერებისთვის, გუნდის ლიდერებისთვის, მიმართულების ხელმძღვანელებისთვის, ფასილიტატორებისთვის, ტრენერებისთვის, ქოუჩებისთვის, HR ლიდერებისთვის და პროფესიონალებისთვის.