„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე გარდაიცვალა

“ბიბლუსი ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გარდაიცვალა „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე.
“უმძიმესი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე. გამოვხატავთ უდიდესმწუხარებას და ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ყველათანამშრომელს. ირაკლი გაგნიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ბიბლუსს“ და მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია.”- ნათქვამია განცხადებაში.