GCCA-მა ლუდით ვაჭრობის სექტორში სს „არგოს“ საჩივარი დაუშვებლად ცნო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სს „არგოს“ მიერ ლუდით ვაჭრობის სექტორში შეტანილი საჩივარი დაუშვებლად ცნო. საჩივარი ეხებოდა სს „ქართული ლუდის კომპანიისა“ და Swinkels Family Brewers N.V.-ის სავარაუდო არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, რომელიც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის შესაძლო დარღვევას უკავშირდებოდა.
“საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივნის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთება.”- წერია სააგენტოს განცხადებაში.